ხარისხის პოლიტიკა

შპს „ჯეოკეპ“-ი წარმოადგენს სურსათისათვის განკუთვნილი შესაფუთი მასალების, კერძოდ, პოლიმერული საცობის მწარმოებელ კომპანიას და მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და უვნებლობას. ჩვენ ვიძლევით წარმოებული პროდუქციის უვნებლობისა და ხარისხის საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე, მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ სპეციფიკაციებთან შესაბამისობის სრულ გარანტიას, რაც მიიღწევა FSSC 22 000 სქემის შესაბამისად სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შემუშავების, დანერგვისა და შედეგიანად შენარჩუნების გზით. მივისწრაფით ნულოვანი დეფექტებისკენ და ნარჩენების შემცირებისკენ. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემას შედეგიანი კომუნიკაციით როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მომწოდებლებთან, მარეგულირებთან, ინდუსტრიის ასოციაციებთან და სურსათის უვნებლობის სფეროში ჩართულ სპეციალისტებთან. ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკა ორიენტირებულია მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მიზნების დასახვის და გაანალიზების საფუძველს.

ხარისხის პოლიტიკა
ხარისხის პოლიტიკა
ხარისხის პოლიტიკა